დავით ყიფიანის სახელობის თასი, თბილისის ლოკომოტივი, შუქურა
Aa
Aa

თავგადასავალი გრძელდება - ლოკომოტივი 2 საქართველოს თასის ნახევარფინალშია!

დღეიდან, ფეხბურთში სტარტი აიღო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ¼ ფინალურმა ეტაპმა.

დღის პირველი მატჩი საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე გაიმართა, სადაც წლის მთავარმა სენსაციამ, „ლოკომოტივი 2“-მა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა.

უნდა ითქვას, რომ ლაშა ჭაღიაშვილის გუნდის ზღაპარი კიდევ გრძელდება. თბილისური კლუბის სარეზერვო გუნდმა „გურია“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ერთადერთი გოლი თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე რევაზ ხინჩიაშვილმა გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ქობულეთელების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და საკუთარ გუნდს ალბათ ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ლიდერი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - დინამო თბილისმა დინამო ბათუმს მოუგო!
ახალი ლიდერი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში - დინამო თბილისმა დინამო ბათუმს მოუგო!