მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ძროხის გული და ღვიძლი - ჰოლანდის საინტერესო კვების რაციონი

თანამედროვე ფეხბურთში ერლინგ ჰოლანდი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მისი ფიზიკური ფორმით ყველა აღფრთოვანებულია. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი თამაშს გოლის გარეშე არ ტოვებს.

ზოგადად, სპორტსმენებისთვის კვების რაციონი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნორვეგიელი შემტევი იმდენად იდეალურ ფორმაშია, რომ მას ხუმრობით რობოტსაც ეძახიან. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ერთ-ერთ გადაცემაში გაამხილა, თუ რა საკვებს იღებს ყოველდღიურად.

ჰოლანდი:

„ვფიქრობ, ხარისხიანი საკვების მიღება აუცილებელი უნდა იყოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ხალხი ამბობს, რომ ხორცი მავნებელია, მაგრამ რომელ ხორცზე საუბრობთ? იმას, რომელსაც „მაკდონალდსში“ მიირთმევთ? არა! მე ვსაუბრობ იმ ძროხაზე, რომელიც ყოველდღიურად, შენს თვალწინ ბალახს ჭამს. მე ძროხის გულით და ღვიძლით ვიკვებები.

ზოგადად, ადამიანები ამას არ ჭამენ, მაგრამ ამით მე ჩემს ფიზიკურ ფორმაზე ვზრუნავ. გარდა ამისა, პირველი, რასაც დილით ვაკეთებ მზის ყურებაა. მზის სხივების ყურება ცირკადული რიტმისთვის იდეალურია. ასევე, ვფილტრავ წყალს და ჩემს ორგანიზმს ესეც ძალიან ეხმარება. ყოველდღიურად 6000 კალორიას ვიღებ.“

შეგახსენებთ, რომ ერლინგს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად 13 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არეულობა ბაიერნში - ფეხბურთელებს ნაგელსმანთან პრეტენზიები აქვთ
არეულობა ბაიერნში - ფეხბურთელებს ნაგელსმანთან პრეტენზიები აქვთ