რიო ფერდინანდი, კილიან მბაპე
Aa
Aa

ფერდინანდი მბაპეზე: რთული წარმოსადგენია, რომ ის ნეიმართან და მესისთან თამაშის გამო ტიროდეს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა BT Sport-თან კილიან მბაპესა და პსჟ-ს გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და მბაპე, ისე კლუბიც გააკრიტიკა.

რა თქვა ფერდინანდმა:

ვფიქრობ, პსჟ იმედგაცრუებული იქნება. თუ ის არა, მაშინ თანაგუნდელები ნამდვილად იქნებიან, რადგან იციან, როგორი ნეგატივი მოაქვს ამ ყველაფერს.

კილიანი რაღაცით უკმაყოფილოა... გვესმის, რომ ახალ პოზიციაზე თამაში არ უნდა. უეინ რუნისაც სძულდა, როდესაც მარცხენა ფლანგზე თამაშს სთხოვდნენ, მაგრამ ის მზად იყო თავისი თავი თანაგუნდელებისთვის შეეწირა.

საერთოდ, კილიანი იღვიძებს და მესისთან და ნეიმართან ერთად თამაშობს. ეს ნამდვილად ყველას მოეწონება. ძნელი დასაჯერებელია, რომ მბაპე ამის გამო ტიროდეს.

ვფიქრობ, კლუბმა ფეხბურთელს ისეთი ძალაუფლება არ უნდა მისცეს, რომ კლუბზე დიდი გახდეს. როგორც ჩანს, მბაპე ამ სიტუაციაში მთავარია და ეს არასწორია.

ახლა ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ ფეხბურთელებმა კლუბს პატივი უნდა სცენ. მართალია, სიტუაციას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ მე კლუბზე დიდი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნებოდი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათია ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ის ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა და მას კლუბის დატოვება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დროა გაიზარდოს! კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას“ - ანრიმ და პეტიმ მბაპე გააკრიტიკეს
„დროა გაიზარდოს! კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას“ - ანრიმ და პეტიმ მბაპე გააკრიტიკეს