L`Equipe-მა მბაპეზე დაწერა - კილიანი თვლის, რომ კლუბმა დააღალატა
ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი, L'Equipe-ი კილიან მბაპეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. L'Equipe-ის მიხედვით, პრობლემა მხოლოდ პოზიცია არაა, რომელზეც კილიანი თამაშობს, იგი ფიქრობს, რომ კლუბმა დააღალატა.
როგორც ირკვევა, ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი მბაპეს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, აქტიურ სატრანსფერო ფანჯარას დაჰპირდა და რობერტ ლევანდოვსკის, ბერნარდო სილვასა და მილან შკრინიარის გაფორმება შესთავაზა. ამასთან, კლუბი ნეიმარს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, რამაც ფრანგი სუპერვარსკვლავის უკმაყოფილება გამოიწვია.
L'Equipe-ი მბაპეს ანტურაჟზე დაყრდნობით წერს, რომ კილიანისთვის პრობლემატური კლუბში არსებული კლიმატი და გარემოცვაა. ფრანგული გამოცემა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ბევრი რამ მომდევნო დღეებში გაირკვევა.
სხვათა შორის, რამდენიმე წუთის წინ, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და ანტერო ენრიკემ დაწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ მბაპეს სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო მოითხოვა. Marca კი წერს, რომ „რეალი“ შექმნილ ვითარებას ინტერესით აკვირდება.