კილიან მბაპე, ემანუელ პეტი, ტიერი ანრი
Aa
Aa

„დროა გაიზარდოს! კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას“ - ანრიმ და პეტიმ მბაპე გააკრიტიკეს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელები, ტიერი ანრი და ემანუელ პეტი კილიან მბაპესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, მას ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს. უცხოური პრესის მიხედვით, მბაპეს უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ის პოზიციაა, რომელზეც თამაშობს და ანრიმ ყურადღება სწორედ ამაზე გაამახვილა.

„არავის უყვარს, როცა იქ გიყენებენ, სადაც არც თუ ისე კარგი ხარ, მაგრამ კლუბის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მბაპეს აგრძნობინეს, რომ კლუბი უმთავრესია თუ დაუტოვეს შთაბეჭდილება, რომ ის კლუბზე მნიშვნელოვანია? შემიძლია, ჩემი კარიერიდან მაგალითი მოვიყვანო. ბარსელონაში ყოფნისას, ფლანგზე თამაში არ მომწონდა და უფრო მეტიც, ეს მეზიზღებოდა, თუმცა კლუბის გამო მაინც ვაკეთებდი. მხოლოდ ერთი წესი არსებობს: თუ მწვრთნელი გთხოვს, რაღაც გააკეთო, ეს უნდა გააკეთო! თანაც თუ ეს გუნდისთვის კარგია და წარმატების მიღწევაში ეხმარება! გუნდი რომ მარცხდებოდეს, მაშინ გავიგებდი, პრეტენზიები რატომ აქვს“.

პეტის რაც შეეხება, მან კილიანს მოუწოდა, რომ დროა, გაიზარდოს: „დიახ, მეც ვკითხულობ პარი სენ-ჟერმენის მიერ დადებულ პირობებზე, რომლებიც კლუბს არ შეუსრულებია, მაგრამ მინდა, მბაპეს ვუთხრა: „კილიან, გაიზარდე! ცხოვრება ასეთია“. ყოველდღე ერთი და იგივე ხდება და პირობებს ყოველდღე არღვევენ. ამის გამო მუშაობა უნდა შევწყვიტოთ და ყველაფერში ეჭვი შევიტანოთ? რა თქმა უნდა, არა!

ცხოვრება ასეთია და მსგავს სიტუაციებთან გამკლავება ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უწევს! კილიან, საკუთარ თავში რაც უფრო მალე გაერკვევი, მით მალე შეწყვეტს ეს ყველაფერი შენს თამაშზე და შენს დამოკიდებულებაზე, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებთან გაქვს, გავლენის მოხდენას, შენი თანაგუნდელები კი სიმშვიდეს მოიპოვებენ.

მბაპე ყოველდღე ყველას აღიზიანებს! ამ ყველაფრისგან პირად დრამას ქმნის და საკუთარ თავს კლუბზე მაღლა აყენებს. კილიან, მონაკოში საერთოდ სხვა პოზიციაზე თამაშობდი. პსჟ-ში თავიდან მარჯვნიდან უტევდი, შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადახვედი, ახლა კი ცენტრში თამაშობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარალიზებული ხარ, რადგან შემტევები ზონებს შორის აქტიურად მოძრაობენ“.

შეგახსენებთ, რომ Marca-ს ცნობით, კილიანმა გუნდიდან წასვლა ჯერ კიდევ ივნისში მოითხოვა და „პარი სენ-ჟერმენთან“ ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მაკაბისთან და ბოლო ადგილი ჯგუფში - იუვე მძიმე ვითარებაშია
მარცხი მაკაბისთან და ბოლო ადგილი ჯგუფში - იუვე მძიმე ვითარებაშია