სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - მამუკელაშვილის 32 წუთი და 13 ქულა

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ წინასასეზონო ეტაპს გადის და გამთენიისას, მორიგი შეხვედრა გამართა, რომელშიც „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სასურველი შედეგი ვერც ამჯერად დააფიქსირა და „ხარებთან“ 104:127 დამარცხდა.

„მილუოკის“ თავკაცმა, მაიკ ბუდენჰოლცერმა „ბაქსის“ ლიდერები დაასვენა და „მამუ“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. სანდრომ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და აქტივში 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. მამუკელაშვილმა 9-დან 3 ბურთი ჩააგდო, მისი 5 სამქულიანიდან ზუსტი მხოლოდ 1 აღმოჩნდა და 9-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.

გეტყვით იმასაც, რომ „მილუოკის“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა ჯორდან ნვორამ მიითვალა. მარკის ბოლდენის ანგარიშზე 21 ქულა და 5 მოხსნა გახლდათ, ხოლო მარიონ ბოჩემპმა 14 ქულა გააკეთა. „ჩიკაგოს“ 22 ქულით პატრიკ უილიამსმა ულიდერა. ნიკოლა ვუჩევიჩმა 17 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო ანდრე დრამონდის ანგარიშზე 16 ქულა და 9 მოხსნა იყო.

ცნობისთვის, „მილუოკი“ მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს გამართავს. თბილისის დროით, 03:30-ზე „ბაქსი“ საკუთარ კედლებში „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდება და შემდეგ NBA-ის რეგულარული სეზონისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმდენად ძლიერია, შოკში ჩამაგდო“ - ნაპოლის ყოფილი ექიმი ხვიჩაზე
„იმდენად ძლიერია, შოკში ჩამაგდო“ - ნაპოლის ყოფილი ექიმი ხვიჩაზე