იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგა, მასიმილიანო ალეგრი, მაკაბი
Aa
Aa

“უნდა გავჩუმდეთ“ - ალეგრი მაკაბისთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „მაკაბის“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ტურინული კლუბის ჯგუფიდან გასვლის შანსები კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შეხვედრის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალეგრიმ ?

„ძნელია რამის ახსნა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ჩუმად ვიყოთ. კარგი თამაში არ იყო.. ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ და გავჩუმდეთ. ხვალ ტურინში ვბრუნდებით და სავარჯიშო ბაზაზე დავრჩებით. ეს შედეგი ტექნიკური ან ტაქტიკური საკითხის გამო არ დამდგარა. გუნდს ვნება და მონდომება აკლია.

რეალურად, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი იყო. უფრო ზუსტად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ასე თამაში არ შეიძლება. როდესაც გამოწვევა რთული ხდება, ეს კიდევ უფრო მეტად ამაღელვებელია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიტუაციიდან სწრაფად გამოვიდეთ.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტურინული კლუბი 3 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „მაკაბისაც“, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო(იგულისხმება მეტოქის სტადიონზე გატანილი გოლი) ისრაელის წარმომადგენელი მესამე პოზიციაზე იმყოფება.

„პარი სენ ჟერმენისა“ და „ბენფიკას“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გუნდს 8 ქულა დაუგროვდა და „იუვენტუსს“ 5 ქულით ასწრებენ. „ბებერ ქალბატონს“ ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS აიაქსი - მატჩის წინ
ნაპოლი VS აიაქსი - მატჩის წინ