იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგა, მაკაბი
Aa
Aa

მარცხი მაკაბისთან და ბოლო ადგილი ჯგუფში - იუვე მძიმე ვითარებაშია

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „მაკაბის“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ტურინული კლუბის ჯგუფიდან გასვლის შანსები კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

გულშემატკივრებმა თანაბარი მატჩი იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო მწვავე შეტევები მასპინძლებს ჰქონდათ. ანგარიში მე-7 წუთზე ატზილმა გახსნა. ამის შემდეგ, „ბებერი ქალბატონი“ გააქტიურდა და შეტევაში გადავიდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ატზილმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ 24-ე წუთზე ანხელ დი მარიამ ტრავმა მიიღო და მასიმილიანო ალეგრიმ მილიკით ჩაანაცვლა. ცნობისთვის, არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში უკვე მესამე ტრავმა მიიღო.

მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, „ბიანკონერი“ უფრო აქტიური იყო და კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყა, მაგრამ ალეგრის შეგირდების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და იუვე 0:2 დამარცხდა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ტურინული კლუბი 3 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „მაკაბისაც“, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო(იგულისხმება მეტოქის სტადიონზე გატანილი გოლი) ისრაელის წარმომადგენელი მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა VS ინტერი - მატჩის წინ
ბარსელონა VS ინტერი - მატჩის წინ