დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ხოჭოლავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მან. სიტიმ ქულები კოპენჰაგენთან დაკარგა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-4 ტურში „კოპენჰაგენმა“ „პარკენზე“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დანიის საუკეთესო გუნდის სასტარტოში დავით ხოჭოლავამ ითამაშა, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს.  ტრადიციულად, ხოჭოლავა დამაჯერებელი იყო და სათამაშო დისციპლინა მაქსიმალურად დაიცვა.

Sofascore-მა ხოჭოლავას 7,0 დაუწერა, რაც დანიური კლუბის ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყის სამ ტურში 9 ქულა მოიპოვა და პირველად ქულები დანიაში დაკარგა. აღსანიშნავია, რომ 25-ე წუთზე მაჰრეზმა პენალტი ვერ გამოიყენა, 26-ე წუთზე კი „მან. სიტის“ ფეხბურთელმა სერხიო გომესმა წითელი ბარათი მიიღო და მატჩის დარჩენილი დრო „ქალაქელებმა“ რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს.

ამ ეტაპზე „მან. სიტი“ 10 ქულით პირველ ადგილზეა, „დორტმუნდი“ 6 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, „კოპენჰაგენის“ აქტივში 2 ქულაა, „სევილიამ“ კი მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ამ ჯგუფის მე-4 ტურის მეორე მატჩში „დორტმუნდი“ „სევილიას“ მიიღებს.

დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-15 მატჩი ჩაატარა და ქართველ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ კახა კალაძეს ჩამორჩება, თუმცა განსხვავება შთამბეჭდავია:

კახა კალაძემ კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ მაისურით საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე 70 მატჩი ჩაატარა.

დავით ხოჭოლავამ „შახტარისთვის“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 11 მატჩი ჩაატარა (8 სასტარტოში), ხოლო „კოპენჰაგენის“ რიგებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ოთხ შეხვედრაში ითამაშა (ყველა სასტარტოში).

ქართველ ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილზე ლევან კობიაშვილია (11 მატჩი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - ქვილითაიას გოლი კვიპროსის თასზე
10-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - ქვილითაიას გოლი კვიპროსის თასზე