10-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - ქვილითაიას გოლი კვიპროსის თასზე
აპოელ-ის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ 10-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. 29 წლის თავდამსხმელმა კვიპროსის თასზე „ახირონას-ონისილოსთან“ შეხვედრაში 78-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3. ამ გამარჯვების შემდეგ აპოელ-ი 1/8-ფინალში გავიდა.
გასულ სეზონში, 2022 წლის 9 მარტს გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისს'' შეუგდო. მას შემდეგ ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია, თუმცა წარუმატებელი სერია კვიპროსის თასზე შეწყვიტა.
სურათი რომ მაქსიმალურად ნათელი იყოს, აღნიშნული 10 შეხვედრიდან 3 მატჩში 90 წუთი ითამაშა, ორ მატჩში სასტარტოში ითამაშა და მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო ოთხ თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო მატჩში. ასევე, ერთ შეხვედრაში, კერძოდ „ანორთოსისთან“ სასტარტოში იყო, თუმცა პირველი ტაიმის მე-19 წუთზე მინდორი ტრავმის გამო დატოვა. ამ ტრავმის გამო გასული სეზონის დასკვნითი ეტაპი გამოტოვა, შემდეგ კი ივნისში ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა. მინდორს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა, კვიპროსის ჩემპიონატში ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში 1 საგოლე პასია.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო სამ შეხვედრაში აპოელ-ის კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო.