ლივერპული, ლუის დიასი, ჟოელ მატიპი
Aa
Aa

დიასი დეკემბრამდე, ტრენტი და მატიპი 3 კვირით - ლივერპულში ტრავმიანობა გრძელდება

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში „ლივერპული“ „არსენალს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა, თუმცა ყველაზე ცუდი ეს არ ყოფილა. დღეს, გავლენიანი გამოცემა BBC იუწყება, რომ იურგენ კლოპს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა.

დაშავებულია ლუის დიასი, რომელიც დეკემბრამდე ვერ ითამაშებს. მერსისაიდელებს ასევე 3 კვირით გამოაკლდნენ ალექსანდრ-არნოლდი და ჟოელ მატიპი. მოგეხსენებათ, სამივე ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრია და ეს დიდ პრობლემას ქმნის.

მარჯვენა მცველს ტერფის ტრავმა აღენიშნება, ხოლო მატიპს წვივის უკან მდებარე კუნთის დაზიანება. რაც შეეხება დიასს, კოლუმბიელ თავდამსხმელს მუხლის პრობლემები აქვს, რის გამოც, როგორც უკვე მოგახსენეთ დეკემბრამდე იუქმებს.

„ლივერპულს“ საკადრო პრობლემებთან ერთად ბევრი სხვა პრობლემაც აქვთ. მაგალითად, კლოპის გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგაში მეათე პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ფაქტობრივად გამორიცხულია.

გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გერმანელი სპეციალისტის გადადგომას ითხოვს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერჯერობით, იურგენს კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის და ნეიმარის პერსონაჟები ახალ Call of Duty-ში?
მესის და ნეიმარის პერსონაჟები ახალ Call of Duty-ში?