უეფა, სელტიკი
Aa
Aa

უეფამ სელტიკი ელიზაბეტ ll-ის შეურაცხმყოფელი ბანერების გამო დააჯარიმა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) სელტიკი ფანები დიდი ბრიტანეთის დედოფალ, ელიზაბეტ მეორის შეურაცხმყოფები ბანერების გამო დააჯარიმა.

სააგენტო Athletic-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, „შახტარის“ წინააღმდეგ გუნდის ფანებმა სტადიონზე ბანერები გადმოფინეს, წარწერით: „ვწუხვარ შენი დაკარგვის გამო, მაიკლ ფაგან“. აღნიშნული პიროვნება 1982 წელს დედოფლის საძინებელში შეიჭრა და მისი მკვლელობა სდაცა. საგულისხმოა, რომ სელტიკის სტადიონზე შემთხვევა ელიზაბეტ ll-ის გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე, 14 სექტემბერს მოხდა.

ამ ინციდენტის გამო უეფამ „სელტიკი“ 15000 ევროთი დააჯარიმა, მიზეზად კი სპორტული ღონისძიების შეუსაბამო შეტყობინება (პროვოკაციული ბანერი) სახელდება. ამის გარდა, კლუბი 6 სექტემბერს, მადრიდის „რეალთან“ ჩატარებული საშინაო მატჩის შემდეგაც დაჯარიმა იმის გამო, რომ სტადიონზე გულშემატკივრებმა ფეიერვერკი გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი ბენფიკასთან გამოირიცხა - ლეოს კუნთის ტრავმა აქვს
მესი ბენფიკასთან გამოირიცხა - ლეოს კუნთის ტრავმა აქვს