რეალი, პსჟ
Aa
Aa

პსჟ-სთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა - მბაპეს რეალში გადასვლა სურს

ურთიერთობა მბაპესა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის მთლიანად გაფუჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს. წყაროს ცნობით, კილიანმა გუნდიდან წასვლა ჯერ კიდევ ივნისში ითხოვა.

განვითარებული მოვლენების შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ. ნასერ ალ-ხელაიფიმ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ზღაპრული პირობები შესთავაზა. ყველაზე ხმაურიანი დაპირება კი გუნდის მართვის სისტემაში ჩარევა იყო, რაზეც ბევრი გულშემატკივარი გაბრაზდა.

MARCA ცნობით, მბაპე თვლის, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ მას უღალატა, მხარს არ უჭერს დაპირებულ პირობებს არ ასრულებს. მოგეხსენებათ, ნეიმარსა და ფრანგ ვარსკვლავს შორის დაპირისპირება მოხდა და კილიანს მისი გაშვება სურდა, მაგრამ ამას არც გუნდი დათანხმდა და არც ახალი მთავარი მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, 23 წლის შემტევს იანვარში „რეალში“ სურს გადასვლა.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ღიად განაცხადა, რომ მბაპესთვის მადრიდის „რეალის“ კარი სამუდამოდ დაიხურა. მიუხედავად ამისა, სპორტული გამოცემები წერენ, რომ კილიანს მაინც აქვს „ბლანკოსში“ გადაბარგების იმედი. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით, „სამეფო კლუბს“ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის აღიარება - Sofascore-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა
წიტაიშვილის აღიარება - Sofascore-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა