ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო მოჯი
Aa
Aa

„ის ჩემპიონი უფროა, ვიდრე აღმოჩენა“ - მოჯიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. ცნობილი ფუნქციონერი ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ გამოსვლასაც შეეხო და ქართველი შემტევი კიდევ ერთხელ შეაქო.

ლუჩანო მოჯი: „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ სრულიად განსხვავებული გუნდებია. „იუვენტუსი“ აქცენტს 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებზე აკეთებს, რაც მცდარი არჩევანია. რაც შეეხება ნეაპოლურ გუნდს, „ნაპოლის“ უზარმაზარი გამბედაობა აქვს, გასული სეზონის შემდეგ საკადრო ცვლილებები განახორციელა და მოიყვანა ბიჭები, რომლებმაც შოუ დადგეს.

„აძურის“ ანგისას დამატება მცირე ოდენობის ლირა დაუჯდა, ის ლობოტკასთან ერთად სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველია. კვარაცხელიაზე საუბარი არაფრის მომცემია, ის ჩემპიონი უფროა, ვიდრე აღმოჩენა.

სპალეტი ყურადღებით უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოუცდელობის ნაკლებობა სეზონის მიწურულს სირთულედ იქცეს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ „ინტერი“ სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა. ჩემპიონობის ბედი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, როცა ვნახავთ თუ ვის ჰყავს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელი შტაბი.

კითხვაზე თუ რომელ გუნდს ვანიჭებ უპირატესობას, ასეთი გუნდი ორია: „ლაციო“ და „ნაპოლი“. გოლების გატანის სტატისტიკით „ლაციო“ მეორე ადგილზეა, 21 გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება“.

შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ბომბარდირთა დავაში ბეტოსთან, დიბალასთან, იმობილესთან და ვლაჰოვიჩთან ერთად მეორე ადგილზეა, მათ აქტივში 5 გოლია. პირველ პოზიციას მარკო არნაუტოვიჩი 6 გოლით იკავებს.

სერია ა-ში 9 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 23 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს. 

ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ „დიეგო მარადონაზე“ გამართავს (12 ოქტომბერი), სერია ა-ს მე-10 ტურში კი „ბოლონიას“ მიიღებს (16 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო ხვიჩაზე: „არ მეგონა ასეთი ფენომენი თუ იყო“
კასანო ხვიჩაზე: „არ მეგონა ასეთი ფენომენი თუ იყო“