მსოფლიო ჩემპიონატი, ფიფა
Aa
Aa

FIFA-მ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე LGBTQ+-ს კაპიტნის სამკლავურის ტარება აკრძალოს

ფიფამ, ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ანტიდისკრიმინაციული კაპიტნის სამკლავურების დარება აკრძალოს. ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული სააგენტო „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიზეზი ყატარში სექსუალური უმცირესობების მისამართით ნეგატიური დამოკიდებულებაა. როგორც ვიცით, ქვეყნის მმართველებმა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე LGBTQ თემის წარმომადგენლებს არ დაუშვებდნენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ორგანიზაციაში LGBTQ+-ს ფერებში კაპიტნის სამკლავურის ტარების აკრძალვაზე აქტიურად მსჯელობენ.

ცნობისთვის, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ინგლისის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და კიდევ 7 ქვეყნის კაპიტნები მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩში აღნიშნული სამკლავურებით ითამაშებდნენ, რითაც ისინი საზოგადოებაში არსებული ყველა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ინგლისის ნაკრები მზადაა FIFA-ს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწიოთ.

შეგახსენებთ, რომ ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები