ფანების დაპირისპირება და მარცხი კონკურენტთან - ჩისკოს წარუმატებელი დებიუტი
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტს, „აპოლონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.
„ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა, თუმცა ესპანელი სპეციალისტისთვის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა და უფრო მეტიც, შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი გუნდის გულშემატკივრები მეტოქის ფანებს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელჩართული დაპირისპირების დროს ფანებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილებიც გამოიყენეს. სიტუაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში უკონტროლო იყო და რამდენიმე ათეული გულშემატკივარი დაშავდა. მდგომარეობა კი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაპირისპირებული მხარეების მისამართით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და 2 ადამიანი დააკავა.
არც შეეხება ქართველებს, დღევანდელ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ავთო ებრალიძე კი ჩისკომ მატჩის განაცხადშიც არ შეიყვანა. ერთადერთი გოლი „აპოლონმა“ 65-ე წუთზე გაიტანა.
6 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.