ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„მისით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ“ - კასანომ ხვიჩა ისევ შეაქო

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, რომელიც კვარას მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებს, ქართველი ფეხბურთელის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

40 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ამჯერად Bobo TV-ის ესაუბრა და ხვიჩას ფენომენალური მოთამაშე უწოდა.

რა თქვა კასანომ:

ნაპოლიმ მასზე ბრწყინვალე გათვლა მოახდინა და საბოლოოდ ხელშიც ჩაიგდო, თან ასეთ დაბალ ფასად. ჩემთვის სიგიჟის მომგვრელია, როგორ არ ფიქრობდა მასზე არცერთი კლუბი. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე ძალიან ძლიერია, ასრულებს ბრწყინვალე დრიბლინგებს, თამაშობს როგორც მარჯვენა ფეხით, ისე მარცხენათიც, სწრაფია მოკლე დისტანციაზე, მაგრამ უსწრაფესია შორეულზე. მასში ფენომენალურ მოთამაშეს ვხედავ.

ბოლო ტურში „პარტენოპეი“ სტუმრად „კრემონეზეს“ შეხვდა და 1:4 დაამარცხა. ხვიჩამ ამ შეხვედრაში ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა და ანგარიში გახსნა, თამაშის მიწურულს კი როდესაც „ნაპოლი“ 1:2-ს იგებდა, კვარამ თანაგუნდელ ირვინ ლოზანოს გაატანინა.

ხვიჩა კრემონეზეს წინააღმდეგ:

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 12 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრა 12 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის რეკორდები, რომლის მთავარი შემოქმედიც ხვიჩა კვარაცხელიაა
ნაპოლის რეკორდები, რომლის მთავარი შემოქმედიც ხვიჩა კვარაცხელიაა