პსჟ, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

მესი ბენფიკასთან გამოირიცხა - ლეოს კუნთის ტრავმა აქვს

პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლეო მესი სამშაბათს, „ბენფიკასთან“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს. Le parisien-ის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო პარიზული გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე მონაწილეობა არ მიიღო.

მესიმ ლიგა 1-ის გასულ ტურში, ტრავმის გამო „რეიმსთან“ მატჩიც (0:0) გამოტოვა და კრისტოფ გალტიე არც „ბენფიკასთან“ მატჩში აპირებს გარისკვას. მედიის ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს წვივის უკანა კუნთის ტრავმა აწუხებს.

აქედან გამომდინარე, კლუბი ფეხბურთელის ჯანმრთელობის გამო გარისკვას არ აპირებს და მას სრულად გამოჯანმრთელების შესაძლებლობას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში სწორედ „ბენფიკას“ შეხვდა და მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. აღნიშნულ შეხვედრაში პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვერდი გამიტეხეს“ - კასილასმა ყველაფერს უპასუხა
„გვერდი გამიტეხეს“ - კასილასმა ყველაფერს უპასუხა