ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანი ატლეტიკოში რჩება - კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე

მადრიდის „ატლეტიკომ“ ანტუან გრიზმანი გაიფორმა. „როხიბლანკომ“ „ბარსელონასთან“ შეთანხმებას მიაღწია და ფრანგ ფეხბურთელთან 2026 წლის ივნისამდე ითანამშრომლებს. ამის შესახებ „ატლეტიკომ“ სოციალურ ქსელებში დაწერა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ატლეტიკომ და ბარსელონამ ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან ჩვენთან იჯარის წესით თამაშობდა, შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთან, ფრანგმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა, რომლის შედეგადაც ჩვენთან 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანს „ატლეტიკოს“ მაისურით 304 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. ანტუანის ანგარიშზე 144 გოლი და 59 შედეგიანი გადაცემაა და იგი „როხიბლანკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. „ატლეტიკოსთან“ ერთად, გრიზმანი ესპანეთის სუპერ თასის, ევროპა ლიგისა და ევროპის სუპერ თასის გამარჯვებულია.

2022-23 წლების სეზონში მან მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო. გრიზმანის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მატჩი ჰოლანდის ნორვეგიასთან - ევროშესარჩევის კალენდარი ცნობილია
პირველი მატჩი ჰოლანდის ნორვეგიასთან - ევროშესარჩევის კალენდარი ცნობილია