მსოფლიო ჩემპიონატი - ბექაურის და მაისურაძის ბრინჯაოს მედლები ტაშკენტიდან
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ და ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში მაისურაძემ კუბელი ივან ფელიპე მორალეში დამატებით დროში დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკამ მხოლოდ ნახევარფინალური შეხვედრა დათმო. იტალიელ კრისტიან პარლატისთან მაისურაძემ ბოლო წამზე წააგო. ნახევარფინალამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი, მონღოლი ალტან ბაგანა განტულაგასი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა.
ამავე წონაში ბრინჯაოს შეხვედრაში ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილთან იპონით იმარჯვა.
სამწუხაროდ, ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში აკრძალული ილეთის გამო უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა.
ნახევარფინალამდე ბექაურმა იაპონელი კოსუკე მაშიიამას , ბრაზილიელ რაფაელ მასედოსა და კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეს მოუგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. გათამაშების გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ტატომ ბელგიელ მატიას კასეს აჯობა.