ანასტასია გუბანოვას ბრინჯაოს მედალი ფინეთში
ფინეთის ქალაქ ესპოში ერთეულ ქალებს შორის მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა.
25 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ 197,56 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
მან პოზიციები მხოლოდ კორეელ მოციგურავეებს დაუთმო, ევროპელ სპორტსმენებს შორის კი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა.
ანასტასია გუბანოვამ ფინეთში სეზონის ახალი პროგრამები წარმოადგინა.
შეგახსნებთ,რომ ანასტასიამდე ფინეთში ვერცხლის მედალი მორის ყვიტელაშვილმა მოიპოვა.
13 ქვეყნის 20 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავემ 231,3 ქულა დააგროვა და მხოლოდ კორეელ ჯუიან ჩას ჩამორჩა,რომელმაც 238.4 ქულა დააფიქსირა.