ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სპალეტი: ,,მესამე გოლი ხვიჩას ეკუთვნის, მას ეს ქმედება უკან აუცილებლად დაუბრუნდება“

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში გულშემატკივარმა ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება იხილა - ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 1-4 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.

გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მატჩის დასაწყისში ჯერ თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა,  მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სახიფათო კონტრშეტევისას, საბოლოოდ, მეკარესთან პირისპირ დარჩა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ხვიჩას გოლის გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა ბურთი ირვინ ლოზანოს დაუთმო, ამ უკანასკნელს ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია.

ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლის მთავარი მწვრთნელი)

,,კრემონეზეს სატურნირო მდგომარეობა გუნდის რეალურ ძალებს არ ასახავს, ამიტომ ეს მართლაც რთული მატჩი იყო.

მესამე გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა, მან შექმნა. ეს იგივეა, გოლი მას გაეტანა. რაც ამ საღამოს, მან ლოზანოსთვის გააკეთა, უმნიშვნელოვანესია და უკან აუცილებლად დაუბრუნდება. არ იყო პენალტი? როგორც  სათადარიგოთა სკამიდან დავინახე, ეს პენალტი იყო. ხვიჩას მიმართ მთელი თამაში ხელებით უხეშებოდნენ. მითხრა, რომ ასე თამაში დაუშვებელია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ბოლომდე ვერ აღიქვა როგორ ფეხბურთს თამაშობენ აქ".

9 ტურის შემდეგ ნაპოლიმ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარს, ატალანატას, რომელმაც ქულები უდინეზესთან, დღეს დაკარგა, 2 ქულით უსწრებს. რაც შეეხება კრემონეზეს, ლოჩოშვილის გუნდი კვლავ 0 მოგებით, 3 ფრით და ახლა უკვე 6 მარცხით, ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ. 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათიდან, ნაპოლის მეტოქე აიაქსი იქნება, კრემონეზე კი 16 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, სპეციას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...
კვარა: გუტი პირველი სიყვარულია, კუმირი რონალდუ... საზღვრები არ მაქვს...