18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოში გამართული ტურნირის ფინალში ქართველი მორაგბეები პორტუგალიელ თანატოლებს შეხვდნენ და მეტოქე 24 ქულის სხვაობით, 34:10 დაამარცხეს.
რუსთავში, „ხარები არენაზე“ გამართული დაპირისპირება თავიდან ბოლომდე ზურაბ ამონაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოდ ლოგიკურ გამარჯვებამდეც მივიდა. ფინალურ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალიელებს 5 ლელო დაუდეს.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.
ფინალამდე ახალგაზრდა მორაგბეებმა ნახევარფინალში ბელგია 86:0 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი ჩეხეთს 76:0 მოუგეს.