ბრწყინვალე გამარჯვება: ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ფინალში ბელგიელი მატიას კასე ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ოქროს დროში გადაიზარდა. საბოლოოდ, გრიგალაშვილმა გაიმარჯვა და საქართველოს უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
დღევანდელ შეხვედრამდე გრიგალაშვილი მატიას კასეს 4-ჯერ შეხვდა, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარი იყო - 2:2. ამ მოგების შემდეგ გრიგალაშვილს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა ფრანგ ალფა ომარ ჯალოსთან გამართა და იპონით მოიგო, რის შემდეგაც მედისონ დელ ობრე კორტორეალის ბარიერი ვაზარით დაძლია.
1/4-ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ტანანორი ნაგასეს დამატებით დროში შიდოებით სძლია. ნახევარფინალში აზერბაიჯანელ საიდ მოლაის ასევე დამატებით დროში შიდოებით აჯობა და ფინალში გააღწია.