თემურ ქეცბაია
Aa
Aa

„საქართველოც ჩვენს ჯგუფშია“ - ქეცბაიამ წილისყრა შეაფასა

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ითამაშებს.

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ წილისყრა შეაფასა:

„რთული ჯგუფია, ძლიერ გუნდებთან ერთად მოვხვდით, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდით. რა ჯგუფშიც არ უნდა მოვხვედრილიყავით, ადვილი ამოცანის წინაშე არ დავდგებოდით. ჩვენთან ერთადაა საქართველოც (იღიმის). ახლა ჩვენ მომავალ შეხვედრებს ველოდებით. ამ მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერში ამხანაგურ შეხვედრებს გავმართავთ, რაც შესარჩევი ციკლისთვის მომზადებაში დაგვეხმარება“.

1990-2003 წლებში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 52 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი შეაგდო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, შოთა არველაძეს ჩამორჩება, რომელმაც 26 გოლი გაიტანა. ასევე, 2009-14 წლებში თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, ევროპის 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის 23 მარტს დაიწყება, 21 ნოემბერს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს. UEFA-ს ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასული 12 ნაკრებიდან 3 ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მოიპოვა.

ევროშესარჩევის გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მოხვედრას ერთა ლიგის გზით ეცდება. სანიოლის გუნდმა C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, ფლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ყაზახეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო ჰოლანდის და ქეცბაიას წინააღმდეგ -  ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა
საქართველო ჰოლანდის და ქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა