კრიშტიანუ რონალდუ, ფრანკ რიბერი
Aa
Aa

რიბერი 2013 წლის ოქროს ბურთზე: ეს დიდი ნაიარევია, უსამართლობა იყო

ფრანკ რიბერიმ 2013 წლის ოქროს ბურთი გაიხსენა.

თავდაპირველად ხმის მიცემის ბოლო ვადა 15 ნოემბერი იყო, მაგრამ შემდეგ ფიფამ კენჭისყრა 29-მდე გაახანგრძლივა.

„დიდი ნაიარევია... მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ დაგვავიწყდა...

ეს იყო უსამართლობა. ის სეზონი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და ჯილდო მე უნდა მომეგო. მათ გაახანგრძლივეს ხმის მიცემის ვადა და რაღაც უცნაური მოხდა. ვგრძნობდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ოქროს ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, რომელიც მაშინ მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და ხმების 27,99% მოიპოვა. პორტუგალიელმა ლიონელ მესის (24,72%, მე-2 ადგილი) და რიბერის (23,36%, მე-3 ადგილი) გაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ 2012/13 სეზონში „ბაიერნთან“ ერთად ტრიპლეტი მოიგო - ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალტიე: მბაპე მესისა და ნეიმარის გარეშე მოედანზე ცოტა ობლად გამოიყურებოდა
გალტიე: მბაპე მესისა და ნეიმარის გარეშე მოედანზე ცოტა ობლად გამოიყურებოდა