სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

9 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი - მამუკელაშვილის მარცხი ატლანტასთან

სანდრო მამუკელაშვილი გუნდთან ერთად NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. „მილუოკიმ“ აბუ-დაბიში რიგით მეორე საგამოფენო შეხვედრა ჩაატარა, „ატლანტა ჰოუკსთან“ 109-118 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:47 წუთი გაატარა. მამუკელაშვილის აქტივში 9 ქულა. 4 მოხსნა (1 შეტევაში), 4 პასი და 2 ჩაჭრაა.

ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ტრაე იანგის ანგარიშზეა, მან 31 ქულა ჩააგდო. „მილუოკის“ მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ლინდელ ვიგინტონის აქტივშია, ის 16 ქულით დაეხმარა გუნდს.

შემდეგ მატჩს „მილუოკი ბაქსი“ 12 ოქტომბერს ჩიკაგოში „ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლებს, ეს თამაში 13 ოქტომბერს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძემ სეზონი გახსნა - გოგამ ნიუ იორკს ნიქსის წინააღმდეგ ითამაშა
ბითაძემ სეზონი გახსნა - გოგამ ნიუ იორკს ნიქსის წინააღმდეგ ითამაშა