მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - ბოლქვაძე ტრნავის ჩემპიონია

ITF-ის ეგიდით, სლოვაკეთში ტრნავის საჩოგბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძე იღებდა. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგის ფინალში მაია ლამსდენთან ერთად გავიდა და ჩემპიონი გახდა.

ქართულ/ბრიტანული დუეტი ფინალში მარცინკევიჩა/პერინის წყვილს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 6:3 დაამარცხა.

პირველ სეტში მარიამი და მაია ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ითამაშეს. ამის პარალელურად, ორი ბრეიკი შეასრულეს და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

სიტუაცია დიდად არც მეორე სეტში შეიცვალა. ქართველმა და ბრიტანელმა საკუთარი ჩაწოდება იდეალურად გამოიყენეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცეს. ისევ ორი ბრეიკი და დამაჯერებელი გამარჯვება 6:3.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე ტრნავის ტურნირზე ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა, სადაც პირველ წრეში თანამემამულე ეკო გორგოძე დაამარცხა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვერა ლაპკოსთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაასრულებს რაფა კარიერას - კითხვას ტონი ნადალი პასუხობს
როდის დაასრულებს რაფა კარიერას - კითხვას ტონი ნადალი პასუხობს