საბურთალოს დრამატული გამარჯვება - ლამაზი კომბინაცია და ეფექტური გასროლა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „საბურთალომ“ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „გაგრა“ 2:1 დაამარცხა.
თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო. რაც შეეხება „გაგრას“, გაგა კირკიტაძის გუნდმა ზედიზედ მერვე შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა: 4 ფრე, 4 მარცხი.
ანგარიში ლევან ნონიკაშვილის შესანიშნავი საგოლე გადაცემით საბა მამაცაშვილმა გახსნა, 20 წლის მცველმა პროფესიულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
52-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თამაზ მაქაცარიამ გამოიყენა. 27 წლის ფორვარდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა, სამი გოლი გორის „დილას“ მაისურით შეაგდო.
83-ე წუთზე „საბურთალომ'' მრავალსვლიანი კომბინაცია განახორციელა, რომელიც ოთარ მამაგეიშვილის ძლიერი და ზუსტი დარტყმით დასრულდა.
29 ტურში „საბურთალოს“ ანგარიშზე 43 ქულაა, თემურ შალამბერიძის გუნდი მე-5 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს 3 ქულით ჩამორჩება. 29 ტურის დასრულებამდე 1 მატჩია დარჩენილი, თუ „სამგურალი“ სტუმრად თბილისის „ლოკომოტივს“ დაამარცხებს, „საბურთალოს'' გადაასწრებს. ამ ეტაპზე გიორგი მიქაძის გუნდი „საბურთალოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
„გაგრა“ 26 ქულით მე-9 ადგილზეა. 20-ე ტურში გაგა კირკიტაძის გუნდი თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, რომელიც 7 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია, მე-10 ადგილზეა.