ბორდო, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის ჭკვიანური პასი - ბორდომ მეცი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში „ბორდომ“ შინ „მეცი“ 2:0 დაამარცხა.

„ბორდოს“ სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, აქტიური იყო და პირველი ტაიმის მიწურულს მისი ჭკვიანური პასით „ბორდომ“ შეტევა გაამწვავა, მომენტი პენალტის დანიშვნით დასრულდა, ნიგერიელმა ჯოშ მაჯამ ანგარიში გახსნა.

„მეცის“ სასტარტოში გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ინერტული იყო, საუკეთესო თვისებები არ გამოუვლენია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ Sofascore-მა „მეცის“ სასტარტო თერთმეტეულიდან ყველაზე დაბალი შეფასება ქართველ ფორვარდსა და ამპლუით მცველ კოფი კუაოს დაუწერა - 6,1.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, დევიდ გიონმა 70-ე წუთზე შეცვალა. „ბორდომ'' მეორე გოლი მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე შეაგდო, კონტრშეტევა ბრაზილიელი ფრანსერჟიოს გოლით დასრულდა.

11 ტურში „ბორდომ“ 23 ქულა დააგროვა, ლიგა 2-ს ერთპიროვნულად ლიდერობს. „ამიენმა'' 10 მატჩი ჩაატარა, 20 ქულით მეორე ადგილზეა და თუ საკუთარ მოედანზე „დიჟონს“ დაამარცხებს, ქულებით „ბორდოს“ გაუთანაბრდება.

რა შეეხება გიორგი მიქაუტაძის გუნდს, „მეცი“ 14 ქულით მე-9 ადგილზეა. მე-12 ტურში „მეცი“ „სოშოს“ უმასპინძლებს (15 ოქტომბერი), „ბორდო“ „ბასტიას“ ესტუმრება (17 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიამ გამაოცა“ - მასიმო მორატიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„კვარაცხელიამ გამაოცა“ - მასიმო მორატიმ ხვიჩაზე ისაუბრა