ბარსელონა, პსჟ
Aa
Aa

მესის მომავალი - შემოთავაზება არც ბარსასგან აქვს და არც პსჟ-სგან

სპორტულ მედიაში ძალიან ბევრი იწერება მესის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ. ესპანეთში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ არგენტინელი თავდამსხმელი მომავალ ზაფხულში „ბლაუგრანას“ დაუბრუნდება.

მოგეხსენებათ, ლეოს 2023 წლის ივნისში „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი უმთავრდება და ბარსას ქომაგებს ეს ფაქტიც აიმედებთ.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ამ საკითხთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

რომანოს თქმით, მესის შემოთავაზება ჯერჯერობით არცერთი გუნდისგან არ მიუღია და მოლაპარაკება ახლა ამ პერიოდში არ გაიმართება. ყველასთვის ცნობილია, რომ ბარსას მისი დაბრუნება უნდა, ხოლო პსჟ-ს შენარჩუნება. ფაბრიციოს თქმით, ახლა არაფერი არ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესის მთავარი საზრუნავი ახლა მსოფლიო ჩემპიონატია. რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა არგენტინელმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ბოლო მუნდიალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნესტა: ჰოლანდს თუ შევაჩერებდი? კი, რადგან მე რონალდოსთან ვითამაშე
ნესტა: ჰოლანდს თუ შევაჩერებდი? კი, რადგან მე რონალდოსთან ვითამაშე