ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, კრისტიან ვიერი
Aa
Aa

„კვარაცხელია სრულყოფილია“ - კასანომ და ვიერიმ ხვიჩა შეაქეს

კრისტიან ვიერიმ და ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს. ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის შესახებ აღმატებით ხარისხში არაერთხელ ისაუბრა და არც აღნიშნული საუბარი იყო გამონაკლისი. „რეალის“ ექს-ფორვარდი თვლის, რომ ხვიჩას ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში. მათ შორის „მან. სიტიში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“.

ანტონიო კასანო: „რა ვთქვათ, კვარაცხელიას შესახებ? ბიჭებო, რთულია სიტყვების პოვნა: ძლიერია მოკლე მანძილზე და ძლიერი ფეხები აქვს. შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით დარტყმა. ის სრულყოფილია. შეუძლია ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგზე გადასვლა. მას ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში.

მას შეუძლია „მან სიტისა“ და „ბაიერნში“ იასპარეზოს. ასევე, „ბარსაში“ ფერან ტორესისა თუ უსმან დემბელეს ნაცვლად. მან შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ორივე ტაქტიკურ სქემაში კარგად წარმოაჩენს თავს: 4-3-3 და 4-2-3-1.

შემდეგ კრისტიან ვიერიმ განაცხადა: „ანტონიოს არ გაუზვიადებია. კვარაცხელიას კასანოს მიერ დასახელებულ კლუბებში თამაში ნამდვილად შეუძლია“.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში 2 პენალტი გამოიმუშავა, „მილანთან“ „სან სიროზე'' და „რეინჯერსთან“ „აიბროქსზე“.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა იტალიის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რაც ნეაპოლური კლუბის ახალწვეულისთვის დიდი აღიარება იყო.

8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით სერია ა-ს ლიდერობენ. 

მე-9 ტურში „კრემონეზე“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კრემონეზესთან თადარიგში იქნება - სპალეტი გარისკვას არ აპირებს
ხვიჩა კრემონეზესთან თადარიგში იქნება - სპალეტი გარისკვას არ აპირებს