ნესტა: ჰოლანდს თუ შევაჩერებდი? კი, რადგან მე რონალდოსთან ვითამაშე
ერლინგ ჰოლანდი რეკორდს რეკორდზე ამხობს და მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს.
ყველას აინტერესებს, თუ ვინ იქნება ის მცველი, რომელიც მის შეჩერებას შეძლებს. სანამ ამ ყველაფერს გავიგებთ, იქამდე ლეგენდარულმა ალესანდრო ნესტამ თავისი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ის ნორვეგიელს გაანეიტრალებდა.
- როგორ ფიქრობთ, მწვერვალზე მყოფ ნესტას შეუძლია გაუმკლავდეს ამჟამინდელ ჰოლანდს?
„კი, ამას შევძლებდი. იმიტომ რომ ბრაზილიელ რონალდოს წინააღმდეგ ვითამაშე. ჰოლანდი ძალიან კარგია, მაგრამ რონალდო განსაკუთრებული იყო. მესის და რონალდუს წინააღმდეგაც ვითამაშე, მაგრამ ბრაზილიელი რონალდო ჩემთვის განსაკუთრებული იყო“.
- რას ურჩევდით მცველებს ჰოლანდის წინააღმდეგ თამაშისას?
„ვეცდებოდი მასთან ახლო დისტანციაზე მეთამაშა. როცა ის სირბილს იწყებს... მისი ბლოკირება უნდა მოახდინოთ. თუ მას ზედმეტ სივრცეს დაუთმობ, შენი საქმე წასულია“,
- თქვა ნესტამ COPA90-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელმა ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.