კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

The Times: მუნდიალის შემდეგ რონალდუ გუნდს შეიცვლის, ტენ ჰაგი მას გაუშვებს

ყველაფერი ისე მიდის, რომ იანვარში კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ამისთვის ყველაფერს აკეთებს და კლუბიც მზადაა მას შეელიოს.

როგორც ჩანს, რონალდუს შემოთავაზებები აქვს, თუმცა კონკრეტული კლუბების სახელები ჯერჯერობით არ დაწერილა.

The Times-ის ცნობით, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელს იმედი აქვს, რომ ახალ კლუბში გადასასვლელად მოემზადება. წყარო აღნიშნავს, რომ ერიკ ტენ ჰაგი მას სიამოვნებით შეელევა, რადგან „რონი“ მის სამწვრთნელო შეხედულებებს ნაკლებად იზიარებს და ნიდერლანდელსაც ასეთი მოთამაშის გასახდელში ყოლა არ სურს.

ამჟამად საკითხი დამოკიდებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის პოზიციაზე და იმაზე, თუ რა კომპრომისებზეა წამსვლელი რონალდუ.

რონალდუს შესახებ ESPN-იც წერს და ამბობს, რომ კრიშტიანუს იანვრისთვის შესაბამისი შეთავაზებები ვერ ექნება, რაც ავტომატურად მის გუნდში დარჩენას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ველოდი, თუ ვარსკვლავი ასე სწრაფად გახდებოდა“ - შალამბერიძე ხვიჩაზე
„არ ველოდი, თუ ვარსკვლავი ასე სწრაფად გახდებოდა“ - შალამბერიძე ხვიჩაზე