მორის ყვითელაშვილი
Aa
Aa

სეზონის პირველი მედალი - ყვითელაშვილის ვერცხლი ფინეთში

ფინეთის ქალაქ ესპოში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ერთეულ მამაკაცებს შორის.

13 ქვეყნის 20 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავე, მორის ყვითელაშვილმა 231,3 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.ტურნირის გამარჯვებული კი კორეელი ჯუიან ჩა გახდა, რომელმაც 238.4 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია,რომ მორისმა ახალ სეზონში მონაწილეობა პირველ ოფიციალურ ტურნირში მიიღო.

შეგახსენებთ,რომ მარტის თვეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა მე-4 ადგილზე დაასრულა. 27 წლის მორის ყვითელაშვილისთვის დაფიქსირებული შედეგი საუკეთესოა.

8 ოქტომბერს, ესპოში თავისი მოკლე პროგრამით ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს, რომელიც 25 -ე სასტარტო ნომრით გამოვა და სეზონის ახალ პროგრამას წარმოადგენს მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ISU-ს გადაწყვეტილება - რუსეთს გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოერთვა
ISU-ს გადაწყვეტილება - რუსეთს გრან პრის ჩატარების უფლება ჩამოერთვა