ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი - ტოპ 5-ში პსჟ-ს 3 მოთამაშეა
გავლენიანმა Forbes-მა 2022-23 წლების სეზონის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა. ავტორიტეტულმა ჟურნალმა საფეხბურთო აქტივობებიდან მიღებული (ხელფასი და პრემია) და მოედნის მიღმა გამომუშავებული თანხა დაითვალა (ხელშეკრულებები სპონსორებთან, რეკლამებიდან მიღებული თანხა და ბიზნესი).
პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე იკავებს. ეს უკანასკნელი 2022-23 წლების სეზონში 128 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 110 მილიონი საფეხბურთო შემოსავალია, 18 მილიონი კი - მოედნის მიღმა გაწეული სამუშაოსგან მიღებული თანხა.
მეორე პოზიციაზე „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ვხედავთ. „ლა პულგას“ მონაგარი 110 მილიონი დოლარია, რომლიდანაც 65 ფეხბურთზე მოდის, 55 - არასაფეხბურთო საქმიანობაზე. სამეულს კრიშტიანუ რონალდუ ასრულებს - 100 მილიონი (40+60).
ტოპ 10 ასე გამოიყურება
ნეიმარი - 87 მილიონი (55+32)
მო სალაჰი - 53 მილიონი (35+18)
ერლინგ ჰოლანდი - 39 მილიონი (35+4)
რობერტ ლევანდოვსკი - 35 მილიონი (27+8)
ედენ აზარი - 31 მილიონი (27+4)
ანდრეს ინიესტა - 30 მილიონი (25+5)
კევინ დე ბრუინი - 29 მილიონი (25+4)