ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა კრემონეზესთან თადარიგში იქნება - სპალეტი გარისკვას არ აპირებს

Calcionapoli-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტი „კრემონეზესთან“ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში არ ათამაშებს.  „აიაქსთან“ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა მოედანს უკვე დაუბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტი გარისკვას არ აპირებს, კვარაცხელია ამჯერად თადარიგში იქნება.

გარდა ამისა, „კრემონეზესთან“ სათადარიგოთა სკამზე პიოტრ ზელინსკის ვიხლავთ, რომელმაც ხვიჩას მსგავსად „აიაქსთან“ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. კვარაცხელიას ელიფ ელმასი შეცვლის, ზელინსკის კი - ტანგი ნდომბელე.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში 2 პენალტი გამოიმუშავა, „მილანთან“ „სან სიროზე'' და „რეინჯერსთან“ „აიბროქსზე“.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა იტალიის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რაც ნეაპოლური კლუბის ახალწვეულისთვის დიდი აღიარება იყო.

8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით სერია ა-ს ლიდერობენ. 

მე-9 ტურში „კრემონეზე“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ველოდი, თუ ვარსკვლავი ასე სწრაფად გახდებოდა“ - შალამბერიძე ხვიჩაზე
„არ ველოდი, თუ ვარსკვლავი ასე სწრაფად გახდებოდა“ - შალამბერიძე ხვიჩაზე