ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მასიმო მორატი
Aa
Aa

„კვარაცხელიამ გამაოცა“ - მასიმო მორატიმ ხვიჩაზე ისაუბრა

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ Il Secolo XIX-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

„კვარაცხელიამ გამაოცა. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ ფეხბურთელებს, რომელთა გვარები რთულად წარმოითქმის, მათ შორისაა კვარაცხელია და ის „ნაპოლიმ“ შორეული ადგილიდან მოიყვანა. ჩანს, რომ მარტივად თამაშობს, წარმატებით ართმევს თავს ყველაფერს, რისი შესრულებაც სურს. მას ყველაფერი გამოსდის, რაც სურს. რა, მაგარია“.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში 2 პენალტი გამოიმუშავა, „მილანთან“ „სან სიროზე'' და „რეინჯერსთან“ „აიბროქსზე“.

8 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ და „ატალანტა“ 20-20 ქულით სერია ა-ს ლიდერობენ. 20-გუნდიან ჩემპიონატში „კრემონეზე“ 3 ქულით მე-19 ადგილზეა. „კრემონეზე“ - „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„90 წუთით სათამაშოდ მზად არაა“ - ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
„90 წუთით სათამაშოდ მზად არაა“ - ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა