ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Daily Mail-მა ხვიჩა გამოარჩია - კვარა ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის სიმბოლურშია

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ საუკეთესო თერთმეტეულში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ და იგი შეტევაში ანხელ დი მარიასა და ჯაკომო რასპადორის მხარდამხარ იმყოფება.

„ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურს რასპადორის თანაგუნდელით, ხვიჩა კვარაცხელიათი დავასრულებთ, რომელსაც მიმდინარე სეზონში გარღვევა აქვს და ევროპული ელიტის ყურადღება მიიპყრო. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ბრწყინვალე დონე კიდევ ერთხელ აჩვენა და მისმა ნაპოლიმ აიაქსი მოკლა.

კვარაცხელიას თავის გუნდში ყველაზე მეტი დარტყმა (5), ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა (3), ერთი საკვანძო პასი და 2-ჯერ მოგებული საჰაერო დუელი ჰქონდა. 21 წლის ფეხბურთელმა ნაპოლის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების თითქმის 25 პროცენტში მიიღო მონაწილეობა. მისი უნარი, რომ ბურთის ტარებისას მცველებზე შიშის გარეშე წავიდეს, მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შემტევად სწრაფი ტემპებით აყალიბებს“, - წერს Daily Mail-ი.

ცნობისთვის, „კვარას“ გარდა, ბრიტანულმა გამოცემამ ალან მაკგრეგორი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, აიმერიკ ლაპორტი, სტეფან დე ვრაი, რის ჯეიმსი, ჯიუდ ბელინგემი, ადრიენ რაბიო, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ანხელ დი მარია და ჯაკომო რასპადორი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Yahoo Sports: „ლივერპული ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“
Yahoo Sports: „ლივერპული ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“