ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Yahoo Sports: „ლივერპული ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“

დღეს, საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი, ლაშა სალუქვაძე Metaratings.ru-ს ესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. სალუქვაძის თქმით, შესაძლებელია, რომ „ნაპოლის“, როგორც „რეალმა“, ისე „ლივერპულმა“ მიმართონ და „კვარას“ გადაბირება სცადონ. სალუქვაძის სიტყვები ინგლისურ პრესაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და რამდენიმე წუთის წინ, ამ თემაზე Yahoo Sports UK-იმ დაწერა.

„კვარაცხელიას რეპუტაცია ეტაპობრივად იზრდება. იტალიაში გადასვლა ხვიჩას თავისი თამაშის მაღალ დონეზე აყვანაში დაეხმარა და მისი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს ანათებს. ქართველი ვარსკვლავი ზედმეტად ცხელი აღმოჩნდა, რათა ლივერპულს მასთან გამკლავება შეძლებოდა და მისდამი ინტერესი კვირიდან კვირამდე იზრდება. წითლების სპორტულ დირექტორს, ჯულიან უორდს კვარაცხელიას ტალანტის შესახებ წარმოდგენა ნაპოლისთან მატჩამდეც ჰქონდა და ის თუ როგორ დასაჯა ხვიჩამ ლივერპულის მცველები, მისი საფეხბურთო შესაძლებლობების შეხსენებას წარმოადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წითლები მას ყურადღებით აკვირდებიან და გარემარბს ნამდვილად აქვს თვისებები, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ კლუბში გადავიდეს, ნაპოლის კი მის შესანარჩუნებლად რთული ბრძოლა ელის. ხვიჩა ბრწყინვალე დრიბლიორია და მის არსენალში გოლებისა და საგოლე გადაცემების გაფორმების უნარიც ჩნდება. მარტივი დასანახია დიდი კლუბები ფეხზე რატომ წამოდგნენ და მის თამაშს რატომ აკვირდებიან. კვარაცხელიას შეუძლია, კომფორტული პრემიერ ლიგური ცხოვრებით იცხოვროს და საკმარისი ნიჭი აქვს, რათა ბევრი განაპირა მცველი გაასულელოს“, - წერს Yahoo Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი იტალიიდან - ხვიჩას პრობლემები არ აქვს და კრემონეზესთან ითამაშებს
კარგი ამბავი იტალიიდან - ხვიჩას პრობლემები არ აქვს და კრემონეზესთან ითამაშებს