დოლიძის მომდევნო მეტოქე: „პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ“
UFC-ის მებრძოლის, რომან დოლიძის მომდევნო მეტოქემ, ფილ ჰოსმა ქართველთან ჩანიშნულ ჩხუბზე ისაუბრა. ჰოსმა ხმამაღალი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ დოლიძეს პირველივე რაუნდში დაანოკაუტებს.
„რთული მეტოქე იქნება და UFC-ში მარტივი მოწინააღმდეგე არ არსებობს. ჩემი ბოლო მეტოქეები ასევე რთული ოპონენტები იყვნენ, მაგრამ მათზე ძლიერი აღმოვჩნდი. არის შანსი, სასტიკი და დაძაბული ჩხუბი გამოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. ჩემი გეგმა მისი დანოკაუტებაა და მარტივი მისია მაქვს. ვაპირებ, 15 წუთის განმავლობაში, მისი თავის მიმართულებით ბომბები გავუშვა და მოვაძრობ კიდეც“.
რომან დოლიძის მომავალი მეტოქე 33 წლისაა და წარმოშობით აშშ-დან არის. მას MMA-ში 15 ბრძოლა აქვს გამართული, მის ანგარიშზე კი 12 გამარჯვება და 3 მარცხია. UFC-ში ის 2020 წლიდან ირიცხება და დღემდე ჩატარებული 5 ჩხუბიდან 4-ში იმარჯვა.
რაც შეეხება რომან დოლიძეს, MMA-ში მისი ბალანსი 11:1-ზეა. UFC-ში ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან კი ქართველმა მებრძოლმა 4-ის მოგება მოახერხა. დოლიძე ბოლოს 18 ივლისს, კაილ დაუკაუსს შეხვდა და მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.