კრივი
Aa
Aa

„ეს სირცხვილია“ - რუსი მოკრივეები IBA-მ საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა

კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBA) რუსი და ბელარუსი მოკრივეები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის კრივის ფედერაციამ გამოაცხადა.

გავრცელებული ცნობებით, რუსი მოკრივეებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ რამდენიმეკვირიანი მსჯელობის შემდეგ დაუჭირა მხარი.

IBA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს და ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს.

გადაწყვეტილების მიხედვით, საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაიშვებიან როგორც რუსი სპორტსმენები, ასევე მსაჯები და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები.

ორგანიზაციის პოზიციას ცოტა ხნის წინ ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე, ვლადიმირ კლიჩკო გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.

რა თქვა კლიჩკომ:

შეგიძლიათ, თუ არა საკუთარი თავის ნოკაუტში ჩაგდება? დიახ! ამის მაგალითი IBA არის. ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოს დასცინის, აბუჩად აგდებს ჰუმანურ და ადამიანურ ღირებულებებს.

კრივი ბევრად უკეთესს იმსახურებს, რა სირცხვილია...

საგულისხმოა, რომ სექტემბრის ბოლოს კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად ვეტერანი რუსი მოკრივე, უმარ კრემლევი დაინიშნა და დიდწილად, IBA-ს გადაწყვეტილებაზეც გავლენა სწორედ კრემლევმა მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა ეს მექანიზმები“ - წიკლაური წულუკიანის ბრალდებაზე
„ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა ეს მექანიზმები“ - წიკლაური წულუკიანის ბრალდებაზე