ხულენ ლოპეტეგი, ხორხე სამპაოლი
Aa
Aa

სევილიას ახალი თავკაცი ჰყავს - ლოპეტეგი სამპაოლიმ ჩაანაცვლა

„სევილიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ანდალუსიელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გულშემატკივრებს აუწყეს, რომ ხულენ ლოპეტეგი ხორხე სამპაოლიმ შეცვალა. ეს უკანასკნელი ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა და შარშან კლუბი ლიგა 2-ის მეორე ადგილზე გაიყვანა.

„სევილიამ და სამპაოლიმ შეთანხმებას მიაღწიეს და იგი კლუბს 2024 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. სამპაოლი პირველ ვარჯიშს დღეს საღამოს ჩაატარებს და მის სამწვრთნელო შტაბში ხორხე დესიო, დიეგო მასკინე და პაბლო ფერნანდესი იქნებიან“, - ნათქვამია „სევილიას“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელებს ცუდი პერიოდი უდგათ და მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყეს. 7 ტურის შემდეგ, „სევილია“ ლა ლიგის მე-17 ადგილს იკავებს და 5 ქულა აქვს. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ესპანელებმა მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხეს და 3 შეხვედრაში ერთადერთი გოლი აქვთ გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები