ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კარგი ამბავი იტალიიდან - ხვიჩას პრობლემები არ აქვს და კრემონეზესთან ითამაშებს

„ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა არ აქვს და „კრემონეზესთან“ ჩანიშნული შეხვედრის გამოტოვება არ მოუწევს. ამ ინფორმაციას გავლენიანი იტალიური გამოცემა, Calciomercato ავრცელებს და დეტალებზეც გვესაუბრება.

როგორც ირკვევა, „კვარას“, პიოტრ ზელინსკისა და ჯოვანი დი ლორენცოს ტესტები ჩაუტარდათ და ტრავმები გამოირიცხა. „ნაპოლის“ მომდევნო მატჩის გამოტოვება, რომელიც „პარტენოპეის“ „კრემონეზესთან“ ელის, არც ერთ მათგანს ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

ახლახან, ქართველ ფეხბურთელზე ლუკა ლოჩოშვილის გუნდის სპორტულმა დირექტორმა, სიმონე გაკეტამ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თამაშის ხილვა დიდი სიამოვნებაა. „კრემონეზეს“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მან გუნდზე „სენსაციური“ გავლენა მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა შეთავაზება როგორც რეალმა, ისე ლივერპულმაც გაუკეთოს - სალუქვაძემ კვარაზე ისაუბრა
„შესაძლოა შეთავაზება როგორც რეალმა, ისე ლივერპულმაც გაუკეთოს - სალუქვაძემ კვარაზე ისაუბრა