„ჩემი ღირსება დაცულია, მხარი მთელმა მსოფლიომ დამიჭირა“ - ნონა გაფრინდაშვილი
ლეგენდარული ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსთან“ დავის შესახებ პირველი კომენტარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკასთან“ გააკეთა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მან „ნეტფლიქსს“ პრეცედენტული დავა მოუგო, ამ დავის დასრულების შემდეგ კი მისი ღირსება და სახელი დაცულია. გაფრინდაშვილმა თქვა ისიც, რომ ახლა სიმართლე მთელმა მსოფლიომ იცის.
რას ამბობს ლეგენდარული მოჭადრაკე:
მე არ მაქვს რამეზე ლაპარაკის უფლება. სამართლიანობა აღდგა. წამოვიდნენ შეთანხმებაზე, ეს სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. მთელმა მსოფლიომ დამიჭირა მხარი და ყველა კმაყოფილი იყო, რომ მოხდა გარკვეული შეთანხმება. პრეცედენტი მოხდა, რომ ამ „ქეისში“ სასამართლომ ჩემი მხარე დაიჭირა. ეს იყო პრეცედენტი.
შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) ფინალურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.
ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.
აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები.
ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და სერიალში გაჟღერებული დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას მოითხოვს.