ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა სალუქვაძე
Aa
Aa

„შესაძლოა შეთავაზება როგორც რეალმა, ისე ლივერპულმაც გაუკეთოს - სალუქვაძემ კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ რუსულ სააგენტო Metaratings.ru-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

რას ამბობს სალუქვაძე:

ხვიჩამ „ნაპოლიში“ სეზონი წარმოუდგენლად დაიწყო. კვარაცხელია როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე კლუბში თითქმის ყველა თამაშს იგებს. მას შეუძლია იბრძოლოს ბომბარდირობისთვის როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც.

არ ვიცი, შეძლებს თუ არა ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში ამ დონეზე თამაშს, შესაძლოა ჩავარდნაც ჰქონდეს, მაგრამ მან ხო სულ ახლახან დაიწყო იტალიაში თამაში. ღმერთმა ქნას კვარაცხელია არ გაჩერდეს და მისთვის მხოლოდ პროგრესი იქნება.

შეუძლია თუ არა ხვიჩას მომდევნო სეზონში მადრიდის „რეალში“ გადასვლა? ანჩელოტიმ თქვა, რომ „ნაპოლიში“ ყოფნისას კვარაცხელიას აკვირდებოდა, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია.

შესაძლებელია ხვიჩას შეთავაზება როგორც „რეალმა“, ისე „ლივერპულმაც“ გაუკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისთვის სხვა კლუბში გადასვლა ჯერ ნაადრევი იქნება. „ნაპოლი“ ძალიან კარგი გუნდია და მგონია, რომ ნეაპოლში კიდევ 1-2 წელი უნდა ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, მომდევნო მატჩი კი კვირას, 9 სექტემბერს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ ელის.

კვარას მომენტები აიაქსთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ არის ქართველი, რომელიც მსოფლიოს შტორმით იპყრობს?
ვინ არის ქართველი, რომელიც მსოფლიოს შტორმით იპყრობს?