დამატებით გამოკვლევას საჭიროებს - ხვიჩა კრემონეზესთან საეჭვოა
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა კვირას, „კრემონეზესთან“ მატჩში არ ათამაშოს.
CalcioNapoli24-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგაზე, „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ ის გასახდელიდან კოჭლობით გამოვიდა და ფეხზე შესამჩნევად სახვევი ჰქონდა გაკეთებული.
ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე Corriere Dello Sport-მაც დაწერა, სადაც ამბობენ, რომ ხვიჩას მდგომარეობა საგანგაშო და შემაშფოთებელი არაა, თუმცა ის დამატებით სამედიცინო გამოკვლევას საჭიროებს, სამწვრთნელო შტაბი კი ექიმების დასკვნის შესაბამისად იმოქმედებს.
მათივე თქმით, დიდი შანსია, რომ კვირას, სერია A-ში „კრემონეზეს“ წინააღდმეგ ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი შემტევი დაასვენოს, ან სათადარიგოთა სკამზე დასვას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.
კვარას მომენტები აიაქსთან: