სევილია, ხულენ ლოპეტეგი
Aa
Aa

„მადლობა და ბოდიში“ - ლოპეტეგიმ სევილია დატოვა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 1:4 მარცხის შემდეგ, „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ თანამდებობა დატოვა.

ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა და კლუბს სამომავლოდ წარმატება უსურვა

რა თქვა ლოპეტეგიმ:

შერეული გრძობა მაქვს. პირველი, რაც თავში და გულში მაქვს, ეს არის მადლიერება. მადლობელი ვარ ჩემი კლუბის, ქალაქის, გულშემატკივრების, ფეხბურთელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც „სევილიას“ საკეთილდღეოდ მუშაობს.

ბევრი ბედნიერი მომენტი გვქონდა. მაგრამ ახლა დამწუხრებული ვარ. ვწუხვარ, რომ კლუბის დატოვება ასეთ დროს მიწევს, კლუბის, რომელიც მიყვარს და დარწმუნებული ვარ მომავალში ბევრ წარმატებას მიაღწევს.

სევილია 1:4 დორტმუნდი

ცნობისთვის, „სევილია“ მიმდინარე სეზონში როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც წარუმატებლად გამოდის. ესპანეთის ჩემპიონატში ანდალუსიელებს საწყის 7 მატჩში მხოლოდ 5 ქულა (1 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, 7 გატანილი, 13 გაშვებული) აქვთ და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში კი 3 ტურის შემდეგ 1 ქულით (1 გატანილი, 8 გაშვებული) მე-3 ადგილს იკავებენ.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხულენ ლოპეტეგის „სევილიაში“ ხორხე სამპაოლი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოლი: “ვფიქრობდი, რომ მილანი ამ მატჩისთვის მზად იყო“
პიოლი: “ვფიქრობდი, რომ მილანი ამ მატჩისთვის მზად იყო“