პსჟ, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

„მესი ამის გამო შევცვალე“ - გალტიეს თავის მართლება მოუწია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, პსჟ ლისაბონში „ბენფიკას“ ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მატჩის 81-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ მოედნიდან ლეო მესი გაიყვანა და მის მაგივრად თამაშში პაბლო სარაბია შეიყვანა, რამაც გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა.

რა თქვა გალტიემ:

მესის თამაშში ბევრი აჩქარება მოუწია და დაიღალა. იმიტომ შევცვალე, რომ დაღლილობა იგრძნო, ასეთ დროს კი მოედანზე დასვენებული მოთამაშის ყოფნა უფრო უკეთესი იქნებოდა.

რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ორივე გუნდს კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა მეკარეებმა კარგად ითამაშეს.

შეგვეძლო პირველ ტაიმში უფრო მეტად სახიფათოები ვყოფილიყავით. გარკვეულწილად შედეგი სამართლიანიცაა, რადგან „ბენფიკამაც“ კარგად ითამაშა.

ბენფიკა 1:1 პსჟ

ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში პსჟ-ს 3 ტურის შემდეგ 2 მოგება და 1 ფრე აქვს და სატურნირო ცხრილს „ბენფიკასთან“ ერთად ბურთების უკეთესი შეფარდების გამო 7 ქულით ლიდერობს. ევროპულ ასპარეზზე გალტიეს გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ ლისაბონურ გუნდთან, ამჯერად უკვე საკუთარ მოედანზე 11 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საწუწუნო არაფერი მაქვს“ - პოტერი მილანის დამარცხების შემდეგ
“საწუწუნო არაფერი მაქვს“ - პოტერი მილანის დამარცხების შემდეგ