ჩელსი, მილანი, ჩემპიონთა ლიგა, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “ვფიქრობდი, რომ მილანი ამ მატჩისთვის მზად იყო“

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ლონდონის „ჩელსიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიოლიმ?

„დარწმუნებული ვარ, უკეთ შეგვეძლო ყველაფრის გაკეთება. ცუდად დავიწყეთ, შეცდომები დავუშვით და თანაც ეს ყველაფერი ისე, რომ „ჩელსი“ პრესინგს არ მიმართავდა. როდესაც ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ამდენ შეცდომას დაუშვებ, შედეგიც ასეთი იქნება.

ვფიქრობდი, რომ გუნდი ამ მატჩისთვის მზად იყო. სამწუხაროდ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. უაზროდ ვკარგავდით ბურთებს და არასწორ პასებს ვაკეთებდით. „ჩელსიმ“ სივრცეები აითვისა, გამოიყენა და დაგვსაჯა.

დამარცხება გაზრდაში უნდა დაგვეხმაროს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, წაგება ცუდია, მაგრამ მაინც გვაქვს შანსი, რომ შემდეგ კვირაში ყველას დავუმტკიცოთ, თუ რა დონის გუნდი ვართ. ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, გაბრაზდნენ, მაგრამ ეს წაგება მეტ მოტივაციას გვაძლევს.“

სატურნირო მდგომარეობა

თავისი შეხვედრა მოიგო „ზალცბურგმა“, რის შედეგადაც ჯგუფში სიტუაცია ასე გადანაწილდა. პირველ ადგილს 5 ქულით სწორედ „ზალცბურგი“ იკავებს. 4-4 ქულა აქვთ „ჩელსის“ და „მილანს“, თუმცა მეორე პოზიციაზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამო „არისტოკრატები“ აღმოჩნდნენ. 3 ქულით ბოლო ადგილზე „დინამო ზაგრებია“.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხის ფეხზე გადადება, ალკოჰოლი, პაემანი - აკრძალვები, რომლებიც კატარის სტადიონებზე დაწესდა
ფეხის ფეხზე გადადება, ალკოჰოლი, პაემანი - აკრძალვები, რომლებიც კატარის სტადიონებზე დაწესდა